კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლილი“ დაამარცხა #1TVSPORT
კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლილი“ დაამარცხა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლილს“ უმასპინძლა და ძლიერი მეტოქე იოლად დაამარცხა – 4:1.

გუნდს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ მოუგო, პარიზელებმა იოლად სძლიეს. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ბარკოლას (6), მარკინიოსის (22), დემბელესა (28) და დუეს (37) გოლებით 4:0 დაწინაურდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. „ლილმა“ თამაშის ბოლოს მოახერხა ერთი ბურთის გატანა – პარიზელების კარი ჯონათან დევიდმა მე-80 წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

24 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 59 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ „მარსელს“ 13 ქულით ასწრებს და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.