კვარაცხელიამ სახალისო ილეთი აჩვენა (ვიდეო)
კვარაცხელიამ სახალისო ილეთი აჩვენა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ აჩვენა, თუ როგორ ვარჯიშობს თბილისში, სადაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო კარანტინში იმყოფება.

ამავე დროს, ფეხბურთელმა სახალისო ვიდეო გაავრცელა და საოცარი ილეთი აჩვენა – ფეხზე კანფეტი დაიდო და დიდი ხანი უმიზნებდა ჭიქას, სადაც ბოლოს ჩააგდო კიდეც. ამ დროს, ხვიჩა ჯოისტიკით თავისი ქმედებების იმიტაციას აკეთებდა.

„მართალია თუ ფეიკი?“, – დაწერა კვარაცხელიამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

 

View this post on Instagram

 

😮😮😮😮😮😮😮😮 real or fake? #stayathome

A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7) on