კვარაცხელიამ „სასუოლოს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ გოლი გაიტანა და გუნდს „სასუოლოსთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში ეხმარება.
ეს სერია A-ს 21-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში მოხდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „სასუოლოსთან“ გასვლით შეხვედრაში აქტიური იყო, მაგრამ პირველ ტაიმში გატანა ვერ მოახერხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავი მეორე ტაიმში გამოიჩინა, 47-ე წუთზე ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, ოთხ წუთში კი ძლიერი დარტყმით მასპინძლების კარი აიღო და ანგარიში 5:1 გახადა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე უკვე მეშვიდე გოლი და მეოთხე საგოლე გადაცემაა.
🚨🚨| GOAL: Khvicha Kvaratskhelia makes it FIVE!!
Sassuolo 1-5 Napoli
— CentreGoals. (@centregoals) February 28, 2024