კვარაცხელიამ საგოლე გააკეთა და შეცვლა მოითხოვა - „რუბინი“ მოსკოვის „დინამოსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიამ საგოლე გააკეთა და შეცვლა მოითხოვა - „რუბინი“ მოსკოვის „დინამოსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა და მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრა კარგად ჩაატარა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში ყაზანური გუნდი მეტოქეს „ბარსა არენაზე“ ესტუმრა. მე-17 წუთზე ქართველმა შემტევმა კარის აღება შორეული დარტყმით სცადა და პატარა ასხლეტის შემდეგ ბურთი ძელს ოდნავ ასცდა. ანგარიში კი მე-18 წუთზე ყაზანელთა ყოფილმა შემტევმა, დენის მაკაროვმა გახსნა, რომელმაც საჯარიმო მოედნის რადიუსში მცველს აჯობა და კარის ქვედა კუთხეში გაიტანა.

30-ე წუთზე „რუბინმა“ კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშით წონასწორობა აღადგინა. ხვიჩა მარცხენა ფლანგზე იოლად გასცდა ურუგვაის ნაკრებისა და „მანჩესტერის“ ყოფილ მცველს, გილერმო ვარელას, კარის წინ კი სოლტმურად ბაკაევს, რომელმაც ბურთი მკერდით მიიღო და კარის შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:1.

ხვიჩამ მე-40 წუთზე ისევ შორიდან დაარტყა და კარს ოდნავ ააცილა, 73-ე წუთზე ფეხი ასტკივდა და შეცვლა მოითხოვა. თამაში კი დრამატულად წარიმართა. 49-ე წუთზე ანდერს დრეიერმა პენალტით ყაზანელები დააწინაურა – 2:1. 66-ე წუთზე მოსკოველთა ლეგიონერს, ნიკოლა მოროს ანგარიშის გათანაბრება პენალტით შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ბურთი კარს ააცილა.

68-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ფაბიან ბალბუენამ წონასწორობა მაინც აღადგინა – 2:2.

მოსკოველებმა მესამე გოლის გატანაც მოახერხეს. 85-ე წუთზე, ბურთი კარში პოლონელმა სებასტიან შიმანსკიმ თავით გაგზავნა და მოსკოვის „დინამომ“ 2:3 მოიგო.

16 ტურის შემდეგ „რუბინი“ 22 ქულით მეცხრე ადგილზე დარჩა.