კვარაცხელიამ რუსეთში სეზონი მოგებითა და ჯილდოთი დაიწყო - „რუბინმა“ „სპარტაკი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიამ რუსეთში სეზონი მოგებითა და ჯილდოთი დაიწყო - „რუბინმა“ „სპარტაკი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის ახალი სეზონი მოგებით დაიწყო – ხვიჩა კვარაცხელიამ და ყაზანელებმა საჩემპიონო ამბიციების მქონე მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და აქტიურობდა, მიუხედავად იმისა, რომ მას მოსკოველთა მცველები განსაკუთრებული ყურადღებით მეურვეობდნენ.

65-ე წუთზე ხვიჩა საჯარიმოში შევარდა, მაგრამ ბურთი მარცხენა ძელს ასცდა. 67-ე წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი ალექსანდრე ზუევთან უხეშობისთვის დაიმსახურა. 84-ე წუთზე კი ხვიჩა შეცვალეს. „რუბინმა“ გოლი 49-ე წუთზე გახსნა – მოსკოველები შეცდნენ, ყაზანელთა მარცხენა მცველმა ილია სამოშინიკოვმა კი ლამაზი გოლით ანგარიშიც გახსნა და გუნდს პირველი სამი ქულა მოუტანა – 1:0.

„სპარტაკთან“ მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ლეგიონერმა რუსეთის პრემიერლიგისგან ინდივიდუალური ჯილდო მიიღო – ხვიჩა კვარაცხელია სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ზედიზედ მეორედ დაასახელეს.

პირველი მატჩი ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა ტულის „არსენალში“, რომლის ახალი კლუბიც მოსკოვის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. 20 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.