კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ვარჯიში განაახლა - პრეზიდენტმა და თანაგუნდელებმა ქართველ თავდამსხმელს დაოჯახება მიულოცეს #1TVSPORT
კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ვარჯიში განაახლა - პრეზიდენტმა და თანაგუნდელებმა ქართველ თავდამსხმელს დაოჯახება მიულოცეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში საქართველოს ნაკრებში გატანილი ორი გოლითა და საგოლე გადაცემით დაბრუნდა. „ჯვაროსნების“ ლიდერს „ნაპოლის“ ბაზაზე თანაგუნდელებმა და კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაოჯახება მიულოცეს.

„ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა. მან სანაკრებო შესვენებით ისარგებლა და დაქორწინდა – ინტერნეტში ქართველი ფეხბურთელის გაბედნიერების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კვარაცხელიას გუნდის წინაშე ვალდებულებები დაავიწყდა. იგი სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბში დაბრუნდა და სერია A-ში შაბათს „ვერონასთან“ სტუმრად გასამართი თამაშისთვის ემზადება.

ხვიჩა „ნაპოლის“ ბაზაზე დღეს გამოჩნდა და თანაგუნდელების რეაქციამაც არ დააყოვნა. ახალდაოჯახებულ ფეხბურთელს თანაგუნდელებმა ბედნიერება უსურვეს. ბაზაზე იმყოფებოდა „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც, რომელმაც ასევე მოულოცა ხვიჩას გაბედნიერება“, – წერს გამოცემა „არეა ნაპოლი“.