კვარაცხელიამ მარადონას საყვარელი სიმღერა შეასრულა - სანიოლი ფეხბურთელს გაეხუმრა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვრაცხელიამ გულშემატკივრების შემდეგ თანაგუნდელებიც გაართო და საფეხბურთო კლუბებში ახალწვეულებისთვის დაწესებული რიტუალი შეასრულა.

21 წლის ქართველმა ახალი უნარებით თავი „ნაპოლის“ ვახშამზე გამოიჩინა. ფეხბურთის სამყაროში მრავალი წლის წინ დამკვიდრდა ტრადიცია, რომ კლუბის ახალწვეულები აწყობენ მინი-კონცერტებს, გუნდელების წინაშე მღერიან და არაფორმალურ გარემოში თავს წარადგენენ.

კასტელ დი სანგროში დასვენების დროს ნეაპოლელთა ახალწვეულებმა თავისივე არჩეული საყვარელი სიმღერები გუნდური ვახშამის დროს შეასრულეს. ხვიჩა კვარაცხელიამ იმღერა ცნობილი ავსტრიული როკ ჯგუფის, Opus-ის მიერ 1985 წელს დაწერილი ჰიტი Live Is Life.

ეს სიმღერა ასევე ცნობილია, როგორც დიეგო არმანდო მარადონას საყვარელი საუნდტრეკი. ასე ხურდებოდა „ნაპოლის“ არგენტინელი ლიდერი უეფა-ს თასის ნახევარფინალამდე მიუნხენის „ბაიერნთან“ 1989 წლის 19 აპრილის გამარჯვებამდე, ეს ვიდეო კი გულშემატკივრებში არანორმალური პოპულარობით სარგებლობს.

ვიდეოზე კომენტარი გააკეთა „ინსტაგრამში“ საქართველს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთელს გაეხუმრა:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და ეროვნულ ნაკრებში ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ უკეთესი საფეხბურთო უნარებით გამოირჩევი, ვიდრე სიმღერის ნიჭით“, – წერს სანიოლი.