კვარაცხელიამ „ლეჩესთან“ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
კვარაცხელიამ „ლეჩესთან“ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დაასვენა სერია A-ს მე-4 ტურის შეხვედრაში „ლეჩესთან“, რომელიც 1:1 დასრულდა – ქართველი სათადარიგოში იყო, მაგრამ ბოლო მესამედში მოედანზე მაინც შეუშვა.

24-ე წუთზე ანგარიშის გახსნა „ლეჩეს“ შეეძლო. მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ლორენცო კოლომბომ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გაამეორებინა და მეორე დარტყმა „ნაპოლის“ მეკარე ალეკს მერეტიმ მოიგერია. მასპინძლებმა კი სწრაფი შეტევა განავითარეს და ელმასმა 27-ე წუთზე „ნაპოლი“ დააწინაურა. მაგრამ კოლომბომ შეცდომა 31-ე წუთზე გამოასწორა და ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა.

კვარაცხელია „სტადიო მარადონაზე“ 56-ე წუთზე ელმასის ნაცვლად გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა ვიკტორ ოსიმენის მეკარესთან დატოვება სცადა, ბოლოსკენ სახიფათო ჯარიმა აიკიდა, მაგრამ მთლიანობაში „ნაპოლიმ“ კარში ჩამჯდარი „ლეჩეს“ დაცვას ვერაფერი მოუხერხა და ფრე 1:1.

სერია A-ს 10 ქულით „რომა“ ლიდერობს, „ინტერი“ (9) მეორეზეა, ხოლო „ნაპოლი“ 8 ქულით მესამე ადგილზეა.