კვარაცხელიამ ისევ პენალტი მოიპოვა და შეცვალეს - მიზეზი ცხვირის მოტეხილობაა
კვარაცხელიამ ისევ პენალტი მოიპოვა და შეცვალეს - მიზეზი ცხვირის მოტეხილობაა

რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში გამართულ მოსკოვის „დინამოსთან“ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მთავარი მოქმედი ფიგურა იყო, მაგრამ 43-ე წუთზე შეცვალეს – მიზეზი ცხვირის მოტეხილობაა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 35-ე წუთზე მცველს ყვითელი ბარათი მიაღებინა – ის სერგეი პარშივალიუკმა დაბლოკა. მასპინძელთა მცველმა ქართველი მოთამაშე მხრით უხეშად შეაჩერა – ხვიჩას ცხვირი ასტკივდა, მაგრამ თამაში გააგრძელა.

კვარაცხელია დიდხანს ცდილობდა ტკივილს გამკლავებოდა, მაგრამ რვა წუთში მოედნის დატოვება მაინც მოუხდა. სავარაუდო მიზეზი ცხვირის მოტეხილობაა – 2019 წელს ხვიჩამ 19-წლამდელთა შესარჩევ ეტაპზე უნგრეთთან საქართველოს შეხვედრაში ცხვირის ტრავმა მიიღო და ამის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, შემდეგ კი ნიღბით თამაშობდა.

კვარაცხელიამ მოედნიდან გასვლამდე თავისი საქმე მაინც გააკეთა: 30-ე წუთზე კი ხვიჩამ თანაგუნდელთან „კედელი“ შესანიშნავად გაითამაშა, შარლ კაბორემ საჯარიმოში წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჯორჯ დესპოტოვიჩმა გოლად აქცია და „რუბინი“ დააწინაურა – 0:1.

დატოვე კომენტარი