კვარაცხელიამ ისევ გაიბრწყინა - ქართველის ანგარიშზე შთამბეჭდავი გოლი და პენალტია (ვიდეო)

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი დაუპირისპირდა, რომლებიც საქართველოში გამორჩეულ ინტერესს იწვევს – ვოლგოგრადის „როტორმა“ ყაზანის „რუბინს“ უმასპინძლა და დამარცხა.

ყაზანელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა – 59-ე წუთზე გოლი გაიტანა, ხოლო 75-ე წუთზე მისი წაქცევისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოლეგ შატოვმა გაიტანა. ყაზანელებმა 3:1 მოიგეს.

ვოლგოგრადელთა სასტარტო თერთმეტეულში იყო საბა კვირკველია და ბათუმის „დინამოდან“ გადასული ჯოვინო ფლამარიონი, 53-ე წუთზე მოედანზე ბექა მიქელთაძე გამოჩნდა, ნიკა ყიფიანი კი სათადარიგოებში დარჩა. რაც შეეხება ზუკა დავითაშვილს, ის კორონავირუსის შემდეგ ჯერ ვერ თამაშობს. სტუმართა კარში ერთადერთი გოლი ფლამარიონმა 61-ე წუთზე გაიტანა.

9 ტურის შემდეგ ყაზანის „რუბინს“ 14 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა, ხოლო ვოლგოგრადის „როტორი“ (2 ქულა) ბოლო, მე-16 პოზიციაზეა.