კვარაცხელიამ გაიტანა და 30-ე წუთზე შეცვალეს - სავარაუდოდ, ყაზახებთან დაშავებულ ქართველს საშიში არაფერი სჭირს [ვიდეო]
კვარაცხელიამ გაიტანა და 30-ე წუთზე შეცვალეს - სავარაუდოდ, ყაზახებთან დაშავებულ ქართველს საშიში არაფერი სჭირს [ვიდეო]

ხვიჩა კვარაცხელია ყაზახეთის ჩემპიონ „კაირატთან“ ამხანაგურ მატჩში დაშავდა. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი პირველი ტაიმის 30-ე წუთზე შეცვალეს.

თურქეთის ქალაქ ბელეკში, „რუბინმა“ ზამთრის ბოლო შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩს ამ წუთებშიც ატარებს. ყაზანური გუნდი ყაზახეთის მოქმედ ჩემპიონს, ალმატის „კაირატს“ უპირისპირდება.

ამავე დროს, ქართველმა ფეხბურთელმა ყაზახების კარში გოლის გატანაც შეძლო. კვარაცხელიამ თავი მე-11 წუთზე გამოიჩინა. მან შეტევა მარცხენა ფლანგიდან წამოიწყო, თანაგუნდელმა ბურთი საჯარიმოში დაუბრუნა, ხვიჩამ მცველს დაასწრო და ზუსტად დაარტყა.

კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე დრიბლინგი განახორციელა, მაგრამ მცველთან ბრძოლაში უხერხულად წაიქცა და მოედანი დატოვა. თუმცა, ერთი შეხედვით, საშიში არაფერი უნდა იყოს.