კვარაცხელიამ დაარტყა, ოსიმენმა გაიტანა - „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობას მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილმა „უდინეზესთან“ თავისი საქმე გააკეთა –  შეხვედრის 52-ე წუთზე „ნაპოლიმ“ ანგარიში მათი შეტევით გაათანაბრა.

უდინეზე“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში მე-13 წუთზე სანდი ლოვრიჩმა ეფექტური გოლით დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 52-ე წუთზე კვარაცხელია-ოსიმენის წყვილმა თავისი საქმე მაინც გააკეთა – სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ კარში ხვიჩამ დაარტყა, დამატებაზე კი ნიგერიელმა თავდამსხმელმა გაიტანა – 1:1.

ეს ანგარიში „ნაპოლისთვის“ მისაღებია, რადგან ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს იტალიის ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად გასაფორმებლად ერთი ქულა სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.