კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში პირველად ითამაშა – „პარი სენ-ჟერმენმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა #1TVSPORT

01:05, 15.10.2026

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურში „მანჩესტერ სიტი“ 4:2 დაამარცხა და ასპროცენტიანი შედეგით ლიდერთა შორისაა.

პარიზელებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და დეზირე დუეს (13), ოსმან დემბელესა (15) და ვიტინიას (32) გოლებით შესვენებამდე სამბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. „მანჩესტერ სიტიმ“ თამაშის გადარჩენა სცადა და ერლინგ ჰოლანდის (53) გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ აკლიუშმა (62) სხვაობა კვლავ სამბურთიანი გახადა. თამაშში გარდატეხა ვერც ჰალანდის (75) დუბლმა შეიტანა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი შეხვედრა ჩაატარა – კვარაცხელია თავიდან სათადარიგოებში იყო, მოედანზე კი 65-ე წუთზე შევიდა და გოლის გატანაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

ცხრილი იტვირთება…

მსგავსი