კვარაცხელიამ „აინტრახტს“ პენალტი ვერ გაუტანა, ოსიმენმა „ნაპოლი“ დააწინაურა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლის“ დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა.

„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩს ევროპის ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან ფრანკფურტში სტუმრად ატარებს. 36-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ქართველმა თავდამსხმელმა შეასრულა, მაგრამ მეკარე კევინ ტრაპს ვერ აჯობა.

მე-40 წუთზე ლოსანოს გადაცემით ოსიმენმა „ნაპოლი“ მაინც დააწინაურა და სტუმრებს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუპოვა. პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ 1:0-ს იგებს.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩი „ნაპოლისა“ და ფრანკფურტის „აინტრახტს“ შორის „სტადიო დიეგო მარადონაზე“ 15 მარტს გაიმართება.