კვარაცხელია „ყველაზე სწრაფ ლიგაში“ დაუმარცხებელია
კვარაცხელია „ყველაზე სწრაფ ლიგაში“ დაუმარცხებელია

„ყველაზე სწრაფ ლიგაში“ ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინი“ კიდევ ორი ტურის შეხვედრაში წარადგინა და კვლავ დაუმარცხებელია.

„ყველაზე სწრაფი ლიგა“ რუსეთის კიბერჩემპიონატია (PES), რომელსაც კორონავირუსის პაუზის გამო ატარებენ. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჯიმი ტაბიძის „უფა“ 2:0 დაამარცხა. მეოთხე ტურში კი „ორენბურგთან“ 0:0 დაასრულა.

„ყველაზე სწრაფ ლიგაში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინმა“ 4 მატჩი გამართა და ჯერ არ წაუგია. ამავე დროს, ერთად-ერთი გუნდია, რომელსაც გოლი არ გაუშვია.

დატოვე კომენტარი