კვარაცხელია ყაზანის ნაცვლად სოჭში მოემზადება
კვარაცხელია ყაზანის ნაცვლად სოჭში მოემზადება

ყაზანის „რუბინი“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, სეზონის პირველი ნაწილის დარჩენილი მატჩებისთვის სოჭში მოემზადება, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ყაზანელებს შესვენებამდე სამი გასვლითი თამაში აქვთ დარჩენილი – ლეონიდ სლუცკის გუნდი მოსკოვის „ლოკომოტივის“, „ტამბოვისა“ და გროზნოს „ახმატის“ წინააღმდეგ ითამაშებს. ამინდის პროგნოზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყაზანში ამ კვირაში სიცივე იქნება. ხელმძღვანელებმა და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი გუნდის უფრო რბილ კლიმატში მომზადება იქნებოდა“, – წერს „რუბინის“ ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანში კორონავირუსის შემდეგ დაბრუნდა და საერთო ჯგუფში ივარჯიშა. მან „რუბინთან“ ერთად მომზადება ჩვეული დატვირთვით დაიწყო. 19 წლის ფეხბურთელს კორონავირუსი საქართველოს ნაკრების შეკრების დროს დაუფიქსირდა და ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყო.

COVID-19-ის გამო, ხვიჩამ გამოტოვა გადამწყვეტი მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რომელიც საქართველომ 0:1 წააგო და ევრი2020-ზე ასპარეზობის შანსი დაკარგა.

შემდეგ მატჩში „რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდს, „ლოკომოტივს“ 5 დეკემბერს, მოსკოვში დაუპირისპირდება.