კვარაცხელია ტურის სიმბოლურშია - ის ცსკა-ს წინააღმდეგ „რუბინის“ მთავარი ფიგურა იყო
კვარაცხელია ტურის სიმბოლურშია - ის ცსკა-ს წინააღმდეგ „რუბინის“ მთავარი ფიგურა იყო

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში გამოცემა „ჩემპიონმა” დაასახელა – ტურის რჩეულები კი ცნობილმა სპეციალისტმა ვალერი გაზაევმა შეადგინა.

ვლადიკავკაზის „ალანიის“, ცსკა-სა და და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა 28-ე ტურის გვარებში ყაზანის „რუბინის”“და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოსკოვის ცსკა-სთან ჩატარებული თამაშის შემდეგ შეიყვანა – 19 წლის ქართველმა 88-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომლითაც ყაზანელებმა ქულა გადაირჩინეს და მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

„კვარაცხელია იყო „რუბინის“ მთავარი ფიგურა ცსკა-ს წინააღმდეგ. მუდმივად ცდილობდა ვითარების გამწვავებას, ჭკვიანურ გადაცემებს აკეთებდა და მოწინააღმდეგეებს სისწრაფეში სჯობდა. ხვიჩამ მოიპოვა პენალტი, რომლითაც ყაზანელებმა ანგარიში გაათანაბრეს,“ – წერს ვალერი გაზაევი.

დატოვე კომენტარი