კვარაცხელია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და შეცვლაზე ითამაშა - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტულუზას“ ექვსი გოლი გაუტანა #1TVSPORT
კვარაცხელია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და შეცვლაზე ითამაშა - „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტულუზას“ ექვსი გოლი გაუტანა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა „პარი სენ-ჟერმნეში“, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-3 ტურში სტუმრად „ტულუზა“ 6:3 დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა თამაში დამაჯერებლად დაიწყო და ჟოაო ნევეშის ორი ულამაზესი „მაკრატელა“ გოლითა და ბრედლი ბარკოლას ზუსტი დარტყმით სწრაფად მოიპოვა უპირატესობა. 31-ე წუთზე უსმან დემბელემ პენალტი გამოიყენა და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. შესვენებამდე „ტულუზამ“ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.

50-ე წუთზე მასპინძელთა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა – დემბელე ამჯერადაც ზუსტი იყო 5:1.

კვარაცხელია მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. მისი წამოწყებული შეტევა ნევეშმა გოლით დააგვირგვინა. მატჩის ბოლოს მასპინძლებმა ორი ბურთი გაიტანეს და სხვაობა შეამცირეს.

საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებული სამი ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 9 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია.