კვარაცხელია „სოჭთან“ მატჩს გამოტოვებს - „სპორტ-ეკსპრესი“ მის მკაცრად დასჯას ითხოვს #1TVSPORT
კვარაცხელია „სოჭთან“ მატჩს გამოტოვებს - „სპორტ-ეკსპრესი“ მის მკაცრად დასჯას ითხოვს #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში „როსტოვთან“ ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგი ტურის შეხვედრას „სოჭთან“ გამოტოვებს.

20 წლის ქართველისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეოთხე გაფრთხილება იყო, ხვიჩამ ავტომატურდ დისკვალიფიკაცია მიიღო და მე-15 ტურის მატჩს ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს.

რუსული გამოცემა „სპორტ-ეკსპრესი“ ქართველის უფრო მკაცრად დასჯას ითხოვს და ამტკიცებს, რომ კვარაცხელია წითელ ბარათს იმსახურებდა:

„არბიტრმა შეცდომით არ გააძევა კვარაცხელია სარკაზმისა და ტაშის დაკვრის გამო. დასავლეთ ევროპაში კი ამის გამო აძევებენ და დისკვალიფიციას უსჯიან“, – წერს რუსული გამოცემა.

– რუსეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში „როსტოვი“ – „რუბინის“ მატჩის 56-ე წუთზე, (5:1) მსაჯმა პაველ შადიხანოვმა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მხოლოდ ერთხელ გამოიყენა დისციპლინური სასჯელი სტუმართა მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. მას არასპორტული საქციელის გამო გაფრთხილება მისცა, რაზეც სარეზერვო მსაჯმა, დიმიტრი სტრელცოვმა შეატყობინა. ყვითელი ბარათის საპასუხოდ, ფეხბურთელმა ტაში დაუკრა – ჯერ მსაჯს, შემდეგ კი შემობრუნდა და სტრელცოვსაც.

– ასეთი ჟესტები განიხილება უთანხმოების დემონსტრაციულ გამოვლინებად და, მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგაში, ლა ლიგასა და სერია A ისჯება – როგორც მსაჯების მიერ დისციპლინური სანქციებით, ასევე დისკვალიფიკაციით. შადიხანოვმა კვარაცხელია არ გააძევა“.