კვარაცხელია სოჭშიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
კვარაცხელია სოჭშიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ხვიჩა კვარაცხელია „სოჭისა” და ყაზანის „რუბინის” შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – საქართველოს ნაკრებისა და „რუბინის” თავდამსხმელს პრიზი მატჩის შემდეგ გადასცეს.

ყოველი შეხვედრის შემდეგ ორივე გუნდის წევრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშეს რუსეთის პრემიერლიგის პარტნიორი ტელეკომპანია matchpremier-ის ექსპერტები ასახელებენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ სეზონში მესამე ტურის შეხვედრაში „სოჭთან“ მატჩისას გაიბრწყინა. მისმა გუნდმა 2:3 წააგო, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა ყაზანელთა წარმატებისთვის ყველაფერი გააკეთა. პირველი გოლი მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაიტანეს, მეორე გოლი კი ასევე კვარაცხელიას საგოლე გადაცემით გავიდა.