ხვიჩა კვარაცხელია რუდი გარსიამ „ბრაგასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც შეცვალა და ქართველი თავდამსხმელი კვლავ უკმაყოფილო დატოვა.
იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ჯენოასთან“ დაპირისპირებაში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო და „ნაპოლი“ მოსაგებად მთელი ძალებით უტევდა, გარსიამ ქართველი ლეგიონერი 66-ე წუთზე შეცვალა და ამ ეპიზოდში კვარაცხელიას რეაქცია იტალიური მედიის განხილვის თემა გახდა.
ამის შემდეგ „ნაპოლის“ მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე კვარაცხელიაზე საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ყველამ ჩათვალა, რომ მოთამაშეს და მწვრთნელს შორის უსიამოვნო ეპიზოდი ემოციების შედეგი იყო. თუმცა, „ბრაგასთან“ 66-ე წუთზე შეცვლილმა ქართველმა თავდამსხმელმა უკმაყოფილება არ დამალა და ეს ისეთი სიტყვებით გამოთქვა, რომლის შინაარსსაც მხოლოდ ქართველი გულშემატკივარი გაიგებდა.