კვარაცხელია საუკეთესოდ რუსეთში თამაშის გამო არ აღიარეს - გულშემატკივრები 20 წლის ქართველის საუკეთესოდ დასახელებას ეხმაურებიან #1TVSPORT
კვარაცხელია საუკეთესოდ რუსეთში თამაშის გამო არ აღიარეს - გულშემატკივრები 20 წლის ქართველის საუკეთესოდ დასახელებას ეხმაურებიან #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას რუსულ გამოცემა „ჩემპიონატში“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსი გულშემატკივრების ნაწილი 20 წლის ქართველ თავდამსხმელს წარმატებას ულოცავს, ნაწილმაც მილოცვას ცინიკური კომენტარების დატოვება ამჯობინა:

„ხვიჩამ ეს დაიმსახურა! ბიჭი 19 წლიდან საქართველოს ნაკრების ლიდერი, ავტორიტეტების რისხვა და ნამდვილი პატრიოტია! ყველა გადამწყვეტ მატჩში გაიტანა! შვედებს ორი გოლი გაუტანა, ბერძნების, ესპანელების და ჩრდილოეთ მაკედონიელების კარში კი 1-1 გაიტანა“.

„გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ამ სეზონში ერთჯერ მეტი. 1,5 წელიწადში 5 გოლი, ხუმრობა არ არის. აშკარაა, რომ „ლივერპული“, „ბაიერნი“ და პსჟ უკვე რიგში არიან“.

„რატომ გადაწყვიტეთ, რომ ის საქართველოში საუკეთესოდ რუსეთის პრემიერლიგაში თამაშით აღიარეს? ისე, იმაზე მეტი პენალტი მოიპოვა, ვიდრე გაიტანა“.

„მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მათ შორის, 1ერთი ესპანელების კარში, 2 – შვედების. შვედეთის მოგება ქართველებისთვის პატარა საქმე არ არის. ეს აღიარება ეროვნულ ნაკრებში მინიმუმ კარგი თამაშით დაიმსახურა. საკლუბო თამაშზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ქვეყნისთვის ეროვნული ნაკრები ყოველთვის პრიორიტეტულია“.

„კომენტარები წავიკითხე, ხალხო, რა გჭირთ? რატომ ხარ ასეთი გაბოროტებულები“?

„რუბინი“ მისთვის ბევრი არაფერია. ნორმალურად ვერსად ყიდიან. ჩვენები კი ჩვეულებრივ, კლუბებში უფრო თამაშობენ, ნაკრებში კი ფსკერზე არიან“.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ნაკრები რეიტინგში 85-ე ადგილს იკავებს, რუსეთის ნაკრებს დამარცხება მაინც თავისუფლად შეუძლია :)“

„თუ თავისუფლად მოგება გინდათ, მაშინ ანანიძის გამოყენება დაგჭირდებათ“.

„გეთანხმები – ჩაკლული ტალანტი, ანანიძე რუსეთის ნაკრების ბევრ მოთამაშეს ახლაც სჯობია“.