კვარაცხელია საუკეთესოა დრიბლინგებით, თუმცა სეზონში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი - „ევროფუტბოლი“ ქართველის თამაშს აფასებს
კვარაცხელია საუკეთესოა დრიბლინგებით, თუმცა სეზონში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი - „ევროფუტბოლი“ ქართველის თამაშს აფასებს

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების შემდეგ ეროვნულ ლიგებში პაუზები შეწყდა და სეზონი გრძელდება.

ჩვეულ რეჟიმს რუსული საკლუბო ფეხბურთი დაუბრუნდა და გამოცემა Euro-Futbol.Ru-მ იმ მოთამაშეებზე დაწერა, რომლებიც რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში იმედებს ჯერ ვერ ამართლებენ. მათ შორის ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

„გასულ სეზონში კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო. თუმცა, ევროპაში წარუმატებელმა ტრანსფერმა და ტრავმამ ქართველი ემოციურად დააბრკოლა. რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ საუკეთესოა ლიგაში დრიბლინგებითა და მოპოვებული ჯარიმებით, მაგრამ საბოლოოდ, ხვიჩას დიდი პრობლემები აქვს. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. ასეთი შესრულებით, მის ტრანსფერში 20 მილიონ ევროს არავინ გადაიხდის, რასაც ყაზანური კლუბი ითხოვს. ტოპ ჩემპიონატებში არ სჭირდებათ მოთამაშეები, რომლებსაც 26 დარტყმიდან მხოლოდ ერთხელ გააქვთ. უარესი რეალიზაცია მხოლოდ კლასონს (34-დან 0) და ზინკოვსკის (27-დან 0) აქვთ“, – წერს გამოცემა.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინმა“ ევროპაში არ გაუშვა და ბუნებრივი ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ სანაკრებო მატჩებმა აჩვენა, რომ 20 წლის ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელს, როცა ხალისი აქვს და ინდომებს, მაღალ დონეზე თამაშს ახერხებს.