კვარაცხელია საფრანგეთის თასის მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს #1TVSPORT
კვარაცხელია საფრანგეთის თასის მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ სამატჩო განაცხადში საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, რომელშიც პარიზელები „დიუნკერკს“ ხვდებიან.

ფრანგული ტელეკომპანიის, RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ის ქართველი თავდამსხმელი მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს.

„ხვიჩა კვარაცხელია სამშაბათს, ნაშუადღევს ავად გახდა. ქართველი „დიუნკერკთან“ მატჩის განაცხადში არ არის. რისკის თავიდან აცილების მიზნით ის თასის ნახევარფინალურ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს“, – წერს RMC Sport-ი.

უფრო დეტალურ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს – საფრანგეთის თასის 1/2-ფინალურ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია ინტოქსიკაციის გამო ტოვებს: „როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფეხბურთელი ამ მომენტისთვის თავს უკეთ გრძნობს და 5 აპრილს „ანჟერის“ წინააღმდეგაც ითამაშებს“.