კვარაცხელია რუსული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველებშია
კვარაცხელია რუსული ლიგის საუკეთესო ნახევარმცველებშია

გამოცემა „ევროფუტბოლმა“ რუსეთის ჩემპიონატის პირველი ნაწილის შედეგები შეაჯამა და საუკეთესო ნახევარმცველები გამოავლინა, მათ შორის კი საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფლანგის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და სამეულში შეიყვანა.

„საუკეთესო ნახევარმცველის რეიტინგში მესამე ადგილზე გასული დასახელება ადვილი არ იყო. და მაინც, არჩევანი „რუბინის“ მოთამაშის, ხვიჩა კვარაცხელიას სასარგებლოდ გავაკეთეთ. მოულოდნელია? შესაძლოა. თუმცა, 19 წლის ასაკში ქართველს უდიდესი გავლენა აქვს ლეონიდ სლუცკის გუნდის თამაშზე, რომელიც სატურნირო ცხრილის შუაშია დამკვიდრებული. შემთხვევითი არაა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კვარაცხელიას სავარაუდო ღირებულება ინტერნეტსააგენტოტრანსფერმარკეტის“ ვერსიით 2.3-დან 7.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა“, – წერს „ევრო-ფუტბოლი“.

გამოცემა ქართველის სტატისტიკასაც იშველიებს: „კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის საუკეთესო ნახევარმცველთა ტოპ 8-შია კარში დარტყმების რაოდენობით (29) და საკვანძო პასების რაოდენობით (23). დრიბლინგში კი ხვიჩას უბრალოდ ტოლი არ ჰყავდა. 19 წლის ქართველმა დრიბლინგებიდან წარმატებით 56 განახორციელა. ეს იმ დროს, როდესაც მის კონკურენტებს, ბერნარ ბერიშას და ნიკოლა ვლაჩიჩს, რომლებიც ამ კომპონენტში მეორე ადგილს ინაწილებენ, ქართველის დრიბლინგების მხოლოდ ნახევარი დაუგროვდათ – 28 წარმატებული მცდელობა“.

მეორე ადგილზეა გავიდა „სოჭის“ ნახევარმცველი კრისტიან ნაბოა, ხოლო პირველზე ცსკა-ს ხორვატი მოთამაშე ნიკოლა ვლაშიჩი დაასახელეს, რომელსაც რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო ნახევარმცველიც უწოდეს.