კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულთა ოთხეულში დაწინაურდა #1TVSPORT
კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულთა ოთხეულში დაწინაურდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეულში იყო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ოთხეულში დაწინაურდა.

ადრე, ამ რეიტინგს სათავეში ედგა ცსკა-ს ფეხბურთელი ნიკოლა ვლაშიჩი, რომლის ტრანსფერსაც Transfermarkt 30 მილიონ ევროდ აფასებდა, მაგრამ 31 აგვისტოს ხორვატმა რუსეთის ჩემპიონატი დატოვა – მოსკოვურმა კლუბმა ინგლისის პრემიერლიგის „ვესტ ჰემში“ ხორვატი ნახევარმცველი 30 მილიონად გაყიდა. ვინ არის ახლა ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი?

1. სერდარ აზმუნი, „ზენიტი“ – 25 მილიონი ევრო

2. მალკოლმი, „ზენიტი“ – 22 მილიონი ევრო

3-4. ვილმარ ბარიოსი, „ზენიტი“ – 18 მილიონი ევრო

3-4. ხვიჩა კვარაცხელია, „რუბინი“ – 18 მილიონი ევრო

საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ოთხეულში ერთადერთია, რომელიც რუსეთის ჩემპიონატის გრანდს არ წარმოადგენს – დანარჩენები ჩემპიონ პეტერბურგის „ზენიტის“ ფეხბურთელები არიან.

ყაზანურმა კლუბმა რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე შთამბეჭდავი დრიბლიორის ევროპაში 20 მილიონ ევროდ გაყიდვა ვერ შეძლო. ხვიჩას ტრანსფერს Transfermarkt ცოტა უფრო იაფად, 18 მილიონად აფასებს. ეს თანხა მნიშვნელოვანი იქნება „რუბინისთვის“ იმის გათვალისწინებით, რომ მათ კვარაცხელია 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველი გარემარბის ფასი გაიზრდება თუ ხვიჩა მოუმატებს. ახალ სეზონში მას ჯერჯერობით 6 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი“, – წერს გამოცემა „სპორტდეილი“.