კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს
კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

გამოკითხვას ერთად ატარებდნენ რუსეთის საფეხბურთო კავშირი, პრემიერლიგა და „მატჩ ტვ“. გასულ სეზონში კვარაცხელიამ ლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი, 5 შედეგიანი პასი გააკეთა და დიდი როლი ითამაშა, „რუბინმა“ ლიგაში რომ ადგილი შეინარჩუნა.

ჯილდოს ნომინანტები ასევე იყვნენ: ფიოდორ ჩალოვი, ივან ობლიაკოვი, კრისტიან ბისტროვიჩი, იგორ დივეევი (ყველა – ცსკა), მაგომედ-შაფი სულეიმანოვი, მატივე საფონოვი, დანიილ უტკინი (ყველა – კრასნოდარი), დანიილ ლესოვოი (არსენალი). ალექსანდრე მაქსიმენკო (სპარტაკი), მაქსიმ გლუშენკოვი (საბჭოთა კავშირის ფრთები), ოსტონ ურუნოვი (უფა).

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი შეარჩიეს ექსპერტებმა: პრემიერლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე „მატჩ პრემეირის“ ხუთმა ექსპერტმა და შვიდი გამოცემის წარმომადგენლებმა.

დატოვე კომენტარი