კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ გუნდშია
კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ გუნდშია

გამოცემა „სოვსპორტსმა“ რუსეთის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა და 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

19 წლის ქართველი თავდამსხმელი მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე დააყენეს, მისი დასახელება კი ასე დაასაბუთეს:

„ქართველი ნახევარმცველის ფენომენალურ ტექნიკაზე მაშინაც კი საუბრობდნენ, როდესაც ის მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშობდა. მაგრამ ხვიჩა ჩემპიონატის სრულფასოვან ვარსკვლავად მხოლოდ გამოცდილი ლეონიდ სლუცკის ხელში ჩამოყალიბდა. მისი ერთი შეხედვით ქაოტური მოძრაობები თავდასხმის მთელ ფრონტზე აზრიანი გახდა. ახლა კვარაცხელიას ხილვაზე თავის რიგებში ნებისმიერი ტოპ-კლუბი ინატრებს. უფრო მეტიც, ყაზანიდან ის წავა არა მოსკოვში, პეტერბურგში ან კრასნოდარში, არამედ ევროპაში. თუმცა, არა დაუყოვნებლივ – ის მხოლოდ 19 წლისაა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონის ჩატარებულ 11 შეხვედრაში 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, 2 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა და 3-ჯერ მოიპოვა პენალტი.

დატოვე კომენტარი