კვარაცხელია „რუბინთან“ ერთად მოემზადება - ხვიჩა თურქეთში გაემგზავრა #1TVSPORT
კვარაცხელია „რუბინთან“ ერთად მოემზადება - ხვიჩა თურქეთში გაემგზავრა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია თურქეთის ქალაქ ბელეკში გაემგზავრება, სადაც ყაზანის „რუბინთან“ ერთად სეზონისთვის მოემზადება, – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

გუნდის პირველ შეკრება 11-დან 23 გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, კლუბი საკონტროლო შეხვედრებს ვისთან გამართავს. თუმცა, მთავარი ამ შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელიას ამბავია, რომელსაც კლუბში დარჩენა არ სურს.

ყაზანელები სხვადასხვა ბერკეტებით ხვიჩას აჩერებენ და დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი ყაზანის „რუბინში“ ზაფხულამდე დარჩება – ეს მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ბევრი კლუბია დაინტერესებული.

რუსული კლუბი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში საკმაოდ დიდ თანხას, 20 მილიონ ევროს ითხოვს, ევროპის ტოპ-ლიგაში კი რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელებს ამხელა ფინანსებს არ უხდიან.