კვარაცხელია „როტორთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
კვარაცხელია „როტორთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში ვოლგოგრადის „როტორისა“ და ყაზანის „რუბინის“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ლიგის ოფიციალური პარტნიორის, ტელეკომპანია „მატჩ პრემიერის“ ჟიურის წვერებმა დაასახელეს.

„ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი ნათელი მატჩი ჩაატარა: მან უამრავი ფინტი შეასრულა, თავადაც გაიტანა და ოლეგ შატოვისთვის პენალტი მოიპოვა. შედეგად, მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი სწორედ ქართველმა მიიღო,“ – წერს „რუბინის“ ოფიციალური გვერდი.

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩი „როტორსა“ და „რუბინს“ შორის სტუმრებმა 3:1 მოიგეს. კვარაცხელიამ 59-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 75-ე წუთზე მისი წაქცევისთვის მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოლეგ შატოვმა გაიტანა.