კვარაცხელია პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებულთა სიმბოლურში მოხვდა - ქართველი მესამე ადგილზეა #1TVSPORT
კვარაცხელია პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებულთა სიმბოლურში მოხვდა - ქართველი მესამე ადგილზეა #1TVSPORT

სტატისტიკურმა პორტალმა Transfermarkt.de-მ რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი შეადგინა.

გუნდში შევიდა მოქმედი ჩემპიონის, პეტერბურგის „ზენიტის“ ექვსი წარმომადგენელი და მხოლოდ სამი ფეხბურთელი რუსული პასპორტით. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ინფორმაცია ისაა, რომ ათეულში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

სიმბოლური გუნდის შემადგენლობა

მეკარე: მატვეი საფონოვი (14 მლნ ევრო – კრასნოდარი)

მცველები: დუგლას სანტოსი (16 მლნ ევრო), დეიან ლოვრენი (10 მლნ ევრო) (ორივე ზენიტი), სამუელ ჟიგო (11 მლნ ევრო – სპარტაკი), მარიო ფერნანდესი (16 მლნ ევრო – ცსკა მოსკოვი)

ნახევარმცველები: ვილმარ ბარიოსი (18 მლნ ევრო), ვენდელი (18 მლნ ევრო) (ორივე – ზენიტი), რომან ზობნინი (13 მლნ ევრო – სპარტაკი)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (18 მლნ ევრო – რუბინი), მალკომი (22 მლნ ევრო), სერდარ აზმუნი (25 მლნ ევრო) (ორივე – ზენიტი).

სულ რუსეთის პრემიერლიგის გუნდის საერთო ღირებულება 181 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ყველაზე ძვირადღირებულ ხუთეულში ხვიჩა კვარაცხელიაც არის – უფრო სწორედ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ორ ფეხბურთელთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

1) სერდარ აზმუნი (25 მლნ ევრო – ზენიტი)

2) მალკომი (22 მლნ ევრო – ზენიტი)

3-5) ხვიჩა კვარაცხელია (18 მლნ ევრო – რუბინი)

3-5) ვილმარ ბარიოსი (18 მლნ ევრო – ზენიტი)

3-5) ვენდელი (18 მლნ ევრო – – ზენიტი)