კვარაცხელია პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშია - ის რუსეთში საუკეთესო დრიბლიორია
კვარაცხელია პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშია - ის რუსეთში საუკეთესო დრიბლიორია

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – ინფორმაციას ჩემპიონატის ოფიციალური გევრდი ავრცელებს.

რუსეთის ჩემპიონატში პაუზა დადგა – სეზონი მხოლოდ თებერვალში განახლდება. გუნდებს წინ დასვენება და ზამთრის შეკრება ელით, ახლა კი სეზონის პირველი ნაწილის სტატისტიკური შედეგები შეაჯამეს, რაშიც სტატისტიკური კომპანია InStat-ის მონაცემები გამოიყენეს.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსმელი რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლიორი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში პირველ ადგილზე „რუბინი“ სწორედ მისი მონაცემების მიხედვით გავიდა.

„ყველაზე ხშირად დრიბლინგზე „რუბინის“ ფეხბურთელები მიდიან, უფრო ზუსტად, ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც რაღაც კოსმოსური სტატისტიკა აქვს. ყაზანელმა ქართველმა დრიბლინგი 219-ჯერ მოახერხა, საშუალოდ 16-ჯერ თამაშში. შედარებისთვის – მეორე ადგილზე გასულ მოსკოვის „დინამოს“ შემტევის, დანიელ ლესოვოის მაჩვენებელი 156 დრიბლინგია, ანუ საშუალოდ – 10 მატჩში. „ინსტატის“ მიხედვით, ამ ნომინაციაში მეორე ადგილზე „სპარტაკის“ მოთამაშეები არიან – საშუალოდ 33-ჯერ თითო თამაშში“ – წერს „სპორტ24“.

ამ და სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით, რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.