კვარაცხელია „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს - ექსპერტებმა 2023 წლის შანსები შეაფასეს #1TVSPORT
კვარაცხელია „ოქროს ბურთისთვის“ იბრძოლებს - ექსპერტებმა 2023 წლის შანსები შეაფასეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, 2023 წელს ოქროს ბურთის კანდიდატი გახდეს, – ინფორმაციას კომპანია BETCITY ანალიტიკოსების დასკვნების საფუძველზე ავრცელებს.

2022 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი მადრიდის „რეალის“ ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა გახდა. მის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა: გასულ სეზონში თავდამსხმელმა „რეალის“ შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ორივე ტურნირის ბომბარდირი გახდა.

შეძლებს თუ არა ბენზემა კვლავ 2023 წელს პრიზისთვის ბრძოლას? კომპანია BETCITY-ს ანალიტიკოსებმა გააანალიზეს, ვინ გახდება პრესტიჟული ჯილდოს შემდეგი მფლობელი.

სწორედ ამ საკითხის და მოთამაშეთა ანალიზის დროს გამოჩნდა ამომავალი ქართველი ვარსკვლავის გვარი, რომელმაც იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლიში“ გაიბრწყინა, ასევე საქართველოს ნაკრებში.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სამეულში აუცილებლად მოხვდებიან ერლინგ ჰალანდი, კილიან მბაპე და ქარიმ ბენზემა. 21 წლის ქართველი მოთამაშე კი შანსებით მე-12 პოზიციაზეა. ის ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის შემდეგ პირველი მოთამაშეა, რომელიც ამ სიაში დაასახელეს.

ერლინგ ჰალანდი 3.00

კილიან მბაპე 4.00

ქარიმ ბენზემა 6.00

ნეიმარი 10.0

რობერტ ლევანდოვსკი 12.0

მოჰამედ სალაჰი 12.0

სადიო მანე 15.0

ვინიციუსი 15.0

კევინ დე ბრუინი 25.0

კრიშტიანო რონალდო 30.0

ლეო მესი 30.0

ხვიჩა კვარაცხელია 50.0