კვარაცხელია „ნაპოლის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დებიუტში გოლი და ასისტი შეასრულა - ყველა დღე კარგია, მაგრამ ზოგიერთი უკეთესია #1TVSPORT
კვარაცხელია „ნაპოლის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დებიუტში გოლი და ასისტი შეასრულა - ყველა დღე კარგია, მაგრამ ზოგიერთი უკეთესია #1TVSPORT

„ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში სადებიუტო გოლზე კომენტარი ინსტაგრამზე გააკეთა (5:2).

„ყველა დღე კარგია, მაგრამ ზოგიერთი უკეთესია“, – წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

„ნაპოლის“ 21 წლის ქართველ ლეგიონერს ახალი კლუბის სადებიუტო თამაშში, იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „ვერონასთან“ (5:2) შთამბეჭდავი სტატისტიკური მიღწევა აღმოაჩნდა.

Opta-ს ცნობით, კვარაცხელია გახდა „ნაპოლის“ პირველი ფეხბურთელი 2003/2004 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც დებიუტში გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა სერია „ა“-ში ნეაპოლელთა შემადგენლობაში.

ხვიჩა ასევე მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია „ა“-ში გაიტანა კახა კალაძის (13 გოლი) და ლევან მჭედლიძის (11 გოლი) შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა „ნაპოლიში“ ამ ზაფხულს ბათუმის „დინამოდან“ 10 მილიონ ევროდ გადავიდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7)