კვარაცხელია „ნაპოლიმ“ სერია A-ში დაარეგისტრირა - გუნდის პრეზიდენტი კონტრაქტის გაფორმებას გამოაცხადებს #1TVSPORT
კვარაცხელია „ნაპოლიმ“ სერია A-ში დაარეგისტრირა - გუნდის პრეზიდენტი კონტრაქტის გაფორმებას გამოაცხადებს #1TVSPORT

იტალიური გამოცემა „კალჩო მერკატო ნაპოლის“ ცნობით, კვარაცხელიას ტრანსფერს „ნაპოლი“ დღეს გამოაცხადებს, გუნდმა კი საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანა.

„ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ გულშემატკივრებს უფრო და უფრო აინტრიგებს. ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელი მარცხენა ფლანგზე ინსინიეს ადგილს დაიკავებს. მისი თამაში უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევს. არაოფიციალურად ქართველი ტალანტი უკვე „ნაპოლის“ მოთამაშეა, მაგრამ მრავალმა დასვა კითხვა, აურელიო დე ლაურენტისმა („ნაპოლის“ პრეზიდენტი) მასთან კონტრაქტი კლასიკური ფორმით რატომ არ გააფორმა. მიზეზი გასაგებია და გამართლებულია – კვარაცხელიას 30 ივნისამდე ხელშეკრულება ბათუმის „დინამოსთან“ აკავშირებდა. დღეიდან კი (სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა) მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გაფორმება შეუძლია. აურელიო დე ლაურენტისი დღეს თავად გამოაცხადებს კონტრაქტის გაფორმების ფაქტს, 6 ივლისს კი ნეაპოლში კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმებისთვის კასტელ ვოლტურნოში (გუნდის საწვრთნელი ბაზაა) ელიან, შემდეგ კი დიმაროში გუნდს შეუერთდება“, – წერს გამოცემა „კალჩო მერკატო ნაპოლი“.

კალჩო ნაპოლი24“: „რიგით ბოლო, ალბათ, ყველაზე მოსალოდნელი ტრანსფერიც გამოცხადდებაა. ხვიჩა კვარაცხელიას დიმაროში მალე ვიხილავთ. შაბათ-კვირას, ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტის ყველა დეტალის შეთანხმების შემდეგ, ოფიციალური განცხადება უნდა გაკეთდეს“.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ იტალიის სერია A-ს ოფიციალურ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ საჩემპიონო განაცხადში დაარეგისტრირეს.