კვარაცხელია მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა​ - ქართველი სობოსლაის და სესენიონის წინ მოხვდა  #1TVSPORT
კვარაცხელია მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა​ - ქართველი სობოსლაის და სესენიონის წინ მოხვდა  #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია 21 წლამდე TOP-50 საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს შორის მოხვდა – რეიტინგი ვებ-პორტალმა footballcritic-მა შეადგინა.

ეს არის მსოფლიოში 50 საუკეთესო ოქროს ახალგაზრდის სია, რომელიც პორტალმა ალგორითმის მიხედვით შეადგინა. სულ დასახელებულია მსოფლიოს 21 წლამდე ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი. ვებ-პორტალი footballcritic სიას ყოველ ორშაბათს ანახლებს.

საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი წამყვან ათეულშია და 81 ქულით მე-7 ადგილზეა და უსწრებს ისეთ ცნობილ მოთამაშეებს, როგორებიც არიან უესლი ფოფანა, დომინიკ სობოსლაი და რაიან სესენიონი.

footballcritic-ის შედგენილი საუკეთესოთა ათეული ასე გამოიყურება:

1. ერლინგ ჰალანდი, დორტმუნდი, ნორვეგია 94

 

2. ალფონსო დევისი, ბაიერნი, კანადა 88

3. ფილ ფოდენი, მან.სიტი. ინგლისი 87

4. ერიკ გარსია, მან.სიტი, ესპანეთი 86

5. ჯიოვანი რეინა, დორტმუნდი, აშშ 84

6. ანსუ ფატი, ბარსელონა. ესპანეთი 83

7. ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი. საქართველო 81

8. უესლი ფოფანა, ლესტერი, საფრანგეთი 81

9. დომინიკ სობოსლაი, ლაიპციგი, უნგრეთი 81

10. რაიან სესენიონი, ჰოფენჰაიმი. ინგლისი 79

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია 2019 წელს „ტუტომერკატოს“ შედგენილ 50 „ოქროს ბიჭების“ სიაში ზურიკო დავითაშვილთან ერთად მოხვდა, ხოლო შარშან საუეკთესოთა შორის კიევის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი დაასახელეს.

დატოვე კომენტარი