კვარაცხელია „ლაციოსთან“ ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებს, მაგრამ იტალიის სუპერთასზე ითამაშებს #1TVSPORT
კვარაცხელია „ლაციოსთან“ ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებს, მაგრამ იტალიის სუპერთასზე ითამაშებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ვერ დაეხმარება სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩში „ლაციოს“ წინააღმდეგ.

ახლა გუნდს იტალიის სუპერთასი ელის, რომელსაც საუდის არაბეთი კვირას უმასპინძლებს. ტურნირი ე.წ. ესპანური მოდელით გაიმართება – ნახევარფინალითა და ფინალით. იტალიაში დაბრუნების შემდეგ ნეაპოლელებს „სტადიო ოლიმპიკოზე“ გასვლითი შეხვედრა ექნებათ „ლაციოს“ წინააღმდეგ, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოსაპოვებლად უმნიშვნელოვანესია.

ამ მატჩს „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს, რადგან ქართველი ფეხბურთელი „სალერნიტანასთან“ ბოლო წუთებზე გააფრთხილეს და ზედმეტი ბარათები დაუგროვდა.

„ლაციოსთან“ გაფრთხილებების გამო ვერ იქნება შვედი კაიუსტეც. „არეა ნაპოლის“ ცნობით, იტალიის სუპერთასის დებულებაში არაა გათვალისწინებული ჩემპიონატში მიღებული ყვითელი ბარათების გამო უთამაშებლობა. შესაბამისად, როგორც შვედი, ისე ქართველი სუპერთასის ნახევარფინალში, 18 იანვარს „ფიორენტინასთან“ მოედანზე იქნებიან.