ხვიჩა კიეზას დაეწია, ლუკაკუს გადაასწრო - კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ათეულშია #1TVSPORT
ხვიჩა კიეზას დაეწია, ლუკაკუს გადაასწრო - კვარაცხელია სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ათეულშია #1TVSPORT

ტრანსფერმარკტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევრომდე გაზარდა. ამ მონაცემებით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „სერია A-ს ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ათეულში ამჟამად მე-8 ადგილზეა.

ამ მაჩვენებლით ხვიჩა იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერ, ასევე 60 მილიონ ევროდ შეფასებულ, ფედერიკო კიეზას ​დაეწია, ხოლო ბელგიის ნაკრებისა და „ინტერის“ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს (55 მილიონი ევრო) გადაასწრო.

სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა საუკეთსო ათეული

1. რაფაელ ლეაო, პორტუგალია, „მილანი“ – 85 მილიონი ევრო

2. დუშან ვლაჰოვიჩი, სერბეთი, „იუვენტუსი“ 80 – მილიონი ევრო

3. ლაუტარო მარტინესი, არგენტინა, „ინტერი“ – 75 მილიონი ევრო

4. ნიკოლო ბარელა, იტალია, „ინტერი“ – 70 მილიონი ევრო

5. ვიქტორ ოსიმენი, ნიგერია, „ნაპოლი“ – 70 მილიონი ევრო

6. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, სერბეთი, „ლაციო“ – 60 მილიონი ევრო

7. მილან შკრინიარი, სლოვაკეთი, „ინტერი“ – 60 მილიონი ევრო

8. ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო, „ნაპოლი“ – 60 მილიონი ევრო

9. ფედერიკო კიეზა, იტალია, „იუვენტუსი“ – 60 მილიონი ევრო

10. რომელუ ლუკაკუ, ბელგია, „ინტერი“ – 55 მილიონი ევრო

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი „ნაპოლიში“ გადასვლამდე 15 მილიონი ევრო იყო, 4 თვეში კი 45 მილიონით გაიზარდა – სექტემბერში 35 მილიონი გახდა, ახლა კი 60 მილიონია.