კვარაცხელია ხაბულიანის წინააღმდეგ - „ნაპოლი“ ძვირადღირებულ ბილეთებს ვერ ყიდის #1TVSPORT
კვარაცხელია ხაბულიანის წინააღმდეგ - „ნაპოლი“ ძვირადღირებულ ბილეთებს ვერ ყიდის #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“, რომელიც იტალიის სერია A-სთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის მთის საკურორტო ქალაქ კასტერ დი სანგროში ემზადება, ოთხი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა.

საზაფხულო სპარინგების სერიას ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პატინის მუნიციპალურ სტადიონზე ოთხშაბათს, 27 ივლისს დაგეგმილი მატჩით დაიწყებს და თურქულ „ადანა დემირსპორს“ შეხვდება, სადაც ახლახანს გიორგი ხაბულიანი ჩაირიცხა – შესაძლოა, იტალიაში ქართველი თავდამსხმელები ერთმანეთის პირისპირ ვიხილოთ.

ამის შემდეგ „ნაპოლი“ კვირას, 31 ივლისს ესპანურ „მალიორკას“ დაუპირისპირდება, 3 აგვისტოს „ჟირონას“, ხოლო 6 აგვისტოს საკონტროლო შეხვედრების სერიას ლა ლიგის „ესპანიოლთან“ მატჩით დაასრულებს.

tuttonapoli-ის ცნობით, ჯერ „ნაპოლის“ ამხანაგურ მატჩებზე დასასწრები ბილეთები სრულად არ გაყიდულა. კასტელ დი სანგროში დაგეგმილ მატჩებში ძალიან ცოტა ბილეთი გაიყიდა, რის მიზეზადაც გამოცემა მაღალ ფასებს ასახელებს.