კვარაცხელია ჯანმრთელადაა და თამაშისთვის ემზადება
კვარაცხელია ჯანმრთელადაა და თამაშისთვის ემზადება

ყაზანის „რუბინი“ მორიგი საკონტროლო შეხვედრისთვის ემზადება. თურქულ შეკრებაზე გუნდი მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ამ ამბავში საინტერესო ისაა, რომ ყაზანელებმა მატჩისთვის დასკვნითი ვარჯიში გამართეს, სადაც მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიაც იყო და სათამაშოდ მზად არის.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ყაზანის „რუბინში“ კომენტარს არ აკეთებენ. თურქულ შეკრებაზე გამართულ ბოლო სპარინგში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა „ხიმკისთან“ 2:2 ითამაშა, პირველი ტაიმის შემდეგ კი ხვიჩამ მოედანი დატოვა, რადგან ტაიმის ბოლოს ფეხში მტკივნეულად ჩაარტყეს და მეორე ნახევარში აღარ უთამაშია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 წლის ქართველი თავდამსხმელი „ხიმკისთან“ მძიმედ დაშავდა, იმის მიუხედავად, რომ ტაიმის დასრულებისას მოედანი თავისით დატოვა.

საბედნიეროდ, შიში უსაფუძვლო გამოდგა და ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად ჩვეულებრივად დაიტვირთა და ყაზანის „რუბინს“ მოსკოვის „დინამოსთან“ საკონტროლო შეხვედრაში დაეხმარება, რომელიც დღეს გაიმართება.