კვარაცხელია ისევ საუკეთესოებშია - ქართველი სექტემბრის ნომინანტებში დაასახელეს
კვარაცხელია ისევ საუკეთესოებშია - ქართველი სექტემბრის ნომინანტებში დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებშია – ინფორმაციას პრემიერლიგის Twitter-ი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის გარდა, პრეტენდენტებს შორის არიან არტიომ ძიუბა („ზენიტი“ – 3 მატჩი, 5 გოლი, 1 პასი), მეკარე მარინატო გილერმე („ლოკომოტივი“, 3 „მშრალი“ მატჩი), ნახევარმცველი კრისტიან ნობოა („სოჭი“, 3 მატჩი, 3 გოლი) და მცველი აირტონ ლუკასი („სპარტაკი“, 3 მატჩი, 2 გოლი).

გულშემატკივარს გამოკითხვაში ხმის მიცემა რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ Vkontakte-ზე შეუძლიათ.

ყაზანის „რუბინში“ ქართველმა თავდამსხმელმა სექტემბერში 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ორჯერ კი პენალტი მოიპოვა და ამით „რუბინს“ 3 ქულა მოუპოვა. ბოლო ტურში კვარაცხელია ტურის მოთამაშედ დაასახელეს.