კვარაცხელია ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს #1TVSPORT
კვარაცხელია ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს #1TVSPORT

„ნაპოლი“ სერია A-ს მორიგი მატჩისთვის კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ემზადება, ქართველი თავდამსხმელი კი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, – ინფორმაციას ნეაპოლური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს დილით „ნაპოლიმ“ კონამის საწვრთნელ ცენტრში ივარჯიშა. გუნდი ემზადება „მონცას“ წინააღმდეგ „პოუერ სტადიოზე“ სერია A-ს 31-ე ტურის მატჩისთვის. გახურებასა და ფიტნეს ვარჯიშებს მოჰყვა ტაქტიკა და უმცირესობაში თამაში. ხვიჩა კვარაცხელია ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა“, – წერია „ნაპოლის“ განცხადებაში.

ხვიჩა კვარაცხელიამ 26 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთთან მოგებული (პენალტების სერიაში 4:2) შეხვედრა ბოლომდე ვერ დაასრულა, რადგან კუნთი დაეჭიმა. ამის გამო იტალიაში დაბრუნებული ნეაპოლელებს „ატალანტასთან“ საშინაო შეხვედრაში ვერ დაეხმარა. ჯერჯერობით უცნობია, კვარაცხელია რეაბილიტაციის პროცესს როდის დაასრულებს და შეძლებს თუ არა კვირას „მონცასთან“ თამაშს.