კვარაცხელია Golden Boy 2021-ის გამოკითხვაში მეორეა - ხმის მიცემა გრძელდება #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია Tuttosport-ის დაწყებულ Golden Boy 2021-ის გამოკითხვაში მეორე ადგილზე დაწინაურდა. ეს იტალიური გამოცემის შედეგებში დაფიქსირდა.
Golden Boy 2021-ის ტიტულის მფლობელის გამოსავლენი გამოკითხვის პირველ ეტაპზე ხმათა 38%-ით თურქული „ბეშიქთაშის“ 20 წლის მეკარე ერსინ დესტანოღლუ ლიდერობს, საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ქართველმა თავდამსხმელმა ხმათა 23 პროცენტამდე მიიღო და მეორე ადგილზეა, ხოლო მესამეზე „მარსელის“ ბრაზილიელი ლუის ენრიკეა (7,2%).
ხმის მიცემის პროცესი ერთი თვე გაგრძელდება. ახლა გამოკითხვის პირველი ეტაპის შედეგები განულდა და ყველაფერი თავიდან იწყება. ოღონდ 105 მონაწილედან მეორე ეტაპზე მხოლოდ 80 ახალგაზრდა დარჩა.
Golden Boy 2021-ის გამოკითხვაში გამარჯვების ფავორიტებად ინგლისელები საკა („არსენალი“) და ბელინგემი („დორტმუნდი“), ესპანელი პედრი („ბარსელონა“) და გერმანელი მუსიალა („ბაიერნი“) მიიჩნევიან.
Golden Boy-ის გამარჯვებულს, გულშემატკივრებთან ერთად, შემოდგომიდან ჟიური გამოავლენს, რომელშიც 40 ჟურნალისტია, ისეთი ავტორიტეტული გამოცემებიდან, როგორებიცაა: Tuttosport, Corriere dello Sport, La Gazzetta dello Sport (იტალია), L’Equipe (საფრანგეთი), Marca (ესპანეთი), Bild (გერმანია), Times (ინგლისი), A Bola (პორტუგალია), De Telegraaf (ნიდერლანდები), Blick (შვეიცარია), Sport-Express (რუსეთი), ტელეკომპანიები Rai, Mediaset, Sky, LA7, Dazn.
ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ბმულზე