კვარაცხელია „გოლდენ ბოის“ (ოქროს ბიჭი) 40 საუკეთესოში ვერ მოხვდა #1TVSPORT
კვარაცხელია „გოლდენ ბოის“ (ოქროს ბიჭი) 40 საუკეთესოში ვერ მოხვდა #1TVSPORT

გამოცხადდა „გოლდენ ბოის“ (ოქროს ბიჭი) ჯილდოს იმ პრეტენდენტთა სია, რომლებიც ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოსთვის ბრძოლას აგრძელებენ – სამწუხაროდ, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელი აღარ არის.

„გოლდენ ბოის“ ჯილდო პოპულარულმა იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ 2003 წელს დააწესა. ჯილდოს მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ 21 წლამდე ასაკის მოთამაშეებს, რომლებიც თამაშობენ ევროპის ერთ -ერთ ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში. თუმცა, ამ სიაში დაბალი დონის ჩემპიონატიდან დასახელება შეუძლებელია.

თავიდან 100 საუკეთესო ვლინდება, რომელსაც ყოველ თვეში 20 მოთამაშე აკლდება, საბოლოოდ, გულშემატკივრების მოსაზრებებს სხვადასხვა ქვეყნის მედია-საშუალებათა წარმომადგენლებისგან შედგენილი ჟიური შეაჯერებს და გამარჯვებულს ავლენს.

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ტოპ-100 -ში იყო. შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ორი ეტაპი გაიარა და საუკეთესო 60 მოთამაშეს შორის მოხვდა და ლიდერთა შორის იყო, მაგრამ მოულოდნელად იტალიურმა გამოცემის დასახელებულ ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს 40 მაძიებელში ვერ მოხვდა.

„გოლდენ ბოისთვის“ ბრძოლას აგრძელებენ ედუარდო კამვინგა (რეალი), ერიკ გარსია (ბარსელონა), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდის ბორუსია), მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), ჯამალ მუსიალა (მიუნხენის ბაიერნი), ნუნო მენდეში (პსჟ), პედრი (ბარსელონა), ჯოვანი რეინა (დორტმუნდის ბორუსია), ბუკაიო საკა (არსენალი) და კიდევ სხვა მრავალი ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ 40 კანდიდატის სიაში ორი უკრაინელი მოხვდა – მიხეილ მუდრიკი დონეცკის „შახტარიდან“ და ილია ზაბარნი კიევის „დინამოდან“.

„გოლდენ ბოის“ ბოლო გამარჯვებულები იყვნენ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი (2020), მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ჟოაუ ფელიში (2019), ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი (2018) და ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე (2017).

დატოვე კომენტარი