კვარაცხელია გაზაევის წლის გუნდში მოხვდა
კვარაცხელია გაზაევის წლის გუნდში მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელია გამოცემა mk.ru-მ 2020 წლის წლის რუსეთის პრემიერლიგის წლის გუნდში დაასახელა.

გუნდის ჩამოსაყალიბებლად, ექსპერტის როლში ყველაზე ტიტულოვანი რუსი მწვრთნელი, რუსეთის მრავალგზის ჩემპიონი ვალერი გაზაევი მიიწვიეს, რომელმაც ცსკა უეფა-ს თასის გამარჯვებამდე მიიყვანა.

„შეუძლებელი იყო პრემიერლიგის მთავარი მზარდი ვარსკვლავი „რუბინის“ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია არ დაგვესახელებინა. მან ყაზანურ გუნდში რამდენიმე მატჩში დრიბლინგითა და აზარტით სატრანსფერო ღირებულება ათჯერ გაიზარდა“, – ამბობს გაზაევი.

ცნობილმა სპეციალისტმა, რომელსაც თბილისის „დინამოში“ უთამაშია, საუკეთესო მცველად მოსკოვის „სპარტაკის“ მცველი გიორგი ჯიქია დაასახელა: „რამდენიმე წლის წინ ლიგაში საუკეთესო ცენტრალური მცველის ტიტულისთვის დიდი კონკურენცია იყო და რთული იყო არჩევანის გაკეთება ბანისლავ ივანოვიჩს, ვედრან ჩორლუკასა და დანარჩენ პრეტენდენტებს შორის. მაგრამ დღეს სპარტაკის „კაპიტანს“ კონკურენტები, ფაქტობრივად, არ ჰყავს არც პრემიერლიგაში და არც რუსეთის ნაკრებში“.