კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის ლიდერია #1TVSPORT
კვარაცხელია ევროპის ტოპ 5 ლიგის ლიდერია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ინდივიდუალური მოქმედებების შედეგად გატანილი გოლებითა და პასებით ევროპის ტოპ 5 ლიგის ლიდერებშია.

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გერმანული სისტემით („გოლი+პასი“) 8 ქულა დაუგროვდა – 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.

ასეთივე შედეგი ტოპ 5 ლიგაში უფიქსირდება მხოლოდ ერთ მოთამაშეს, ლევერკუზენის „ბაიერის“ ფლანგის შემტევს, მუსა დიაბის – 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.

ქართველისა და ფრანგის შემდეგ 7-7 ქულით მოდიან მადრიდის „რეალის“ ფლანგის შემტევი ვინისიუს ჟუნიორი (5 გოლი + 2 საგოლე გადაცემა) და „ბაიერნის“ ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა (3 გოლი + 4 საგოლე გადაცემა).

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 22 მატჩში სულ 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემა (+2 მოპოვებული პენალტი) დაუგროვდა.