კვარაცხელია დღეს „სპალთან“ ითამაშებს – „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ლობჟანიძესა და აბურჯანიას „ჰატაისპორსთან“ გამართავს #1TVSPORT

11:53, 24.07.2023

კასტელ დი სანგროში დაგეგმილ შეკრებაზე იტალიის ჩემპიონმა, „ნაპოლიმ“ ოთხი საერთაშორისო ამხანაგურ მატჩი დაგეგმა – ყველა შეხვედრა ტეოფილო პატინის სტადიონზე გაიმართება.

პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „ჰატაისპორს“ დაუპირისპირდება, სადაც საბა ლობჟანიძეს ახლახან გიორგი აბურჯანია შეუერთდა.

„ნაპოლის“ ამხანაგური მატჩების განრიგი:

29 ივლისი

ნაპოლი – ჰატაისპორი

2 აგვისტო

ნაპოლი – ჟირონა

6 აგვისტო

ნაპოლი – აუგსბურგი

11 აგვისტო

ნაპოლი – აპოლონი ლიმასოლი

„ნაპოლი“ მანამდე დიმაროში ბოლო საკონტროლო მატჩს 24 ივლისს „სპალთან“ გამართავს – ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდება და ძირითად შემადგენლობაში ახალი მწვრთნელის, რუდი გარსიას ხელმძღვანელობით პირველად ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი