კვარაცხელია და ყიფიანი ბრიტანელებმაც გამოარჩიეს - ქართველებმა სიმბოლურში ფლანგები აიღეს
კვარაცხელია და ყიფიანი ბრიტანელებმაც გამოარჩიეს - ქართველებმა სიმბოლურში ფლანგები აიღეს

სპორტული ანალიტიკის ბრიტანულმა პორტალმა „ოპტა სპორტს“-მა (Opta Sports) რუსეთის საფეხბურთო პრემიერ ლიგის მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა – რჩეულ 11 მოთამაშეს შორის ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

კვირის გუნდში სამი წარმომადგენელია ყაზანის „რუბინიდან“, რომელმაც მოსკოვში „სპარტაკი“ ანგარიშით 0:2 დაამარცხა. ბუნებრივია, რჩეულთა შორისაა მატჩის გმირად აღიარებული ხვიჩა კვარაცხელია. ბრიტანელებმა ვოლგოგრადის „როტორიდან“ ერთადერთი ფეხბურთელი, ნიკა ყიფიანი გამოარჩიეს, რომელმაც „ტამბოვთან“ მოგებულ შეხვედრაში (3:1) ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთიც თავად გაიტანა.

საერთოდ, ნიკა ამ ტურში სხვა გამოცემების სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრასაც იმსახურებდა, მაგრამ ბრიტანელებამდე რუსული გამოცემებიდან მხოლოდ „კულიჩკი ფუტბოლმა“ გამოარჩია. მიზეზი ჭორებია. „სპორტ 24“-ის ჟურნალისტმა დიმიტრი ეგოროვმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მან გამოთქვა აზრი, რომ ეს გარიგებული მატჩი იყო.

„ოპტა სპორტს“-მა (Opta Sports) რუსეთის საფეხბურთო პრემიერ ლიგის მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი 3-5-3 სათამაშო სქემით შეადგინა და ქართველები ფლანგებზე დააყენა – ნიკა ყიფიანი მარჯვნივ, ხვიჩა კვარაცხელია კი – მარცხნივ.