კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილას“ შეხვდებიან #1TVSPORT
კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილას“ შეხვდებიან #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ისევ ინგლისურ კლუბს, ამჯერად ბირმინგემის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდებიან.

ბირმინგემელები ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8-ფინალში ბელგიურ „ბრიუგეს“ შეხვდნენ და ორივე თამაში დამაჯერებლად მოიგეს – სტუმრად 3:1, ხოლო შინ – 3:0.

ჩემპიონთა ლიგაზე „პარი-სენ ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩები 8 და 15 აპრილს გაიმართება – პირველ დაპირისპირებას ფრანგები შინ ჩაატარებენ.