კვარაცხელია და ოსიმენი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ #1TVSPORT
კვარაცხელია და ოსიმენი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდნენ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ „მილანის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში, რომელიც 23:00 საათზე დაიწყება.

„ნაპოლი“ „მილანს“ „სტადიო მარადონაზე“ უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა „სან სიროზე“ „როსონერიმ“ 1:0 მოიგო, ნახევარფინალისტი კი დღეს გაირკვევა.

ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ სრულფასოვნად ვერ ეხმარებოდა, რადგან ნიგერიის ეროვნული გუნდიდან იტალიაში ტრავმით დაბრუნდა. იგი ბოლო მატჩში მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. ასევე სათადარიგოებს შორის იყო ხვიჩა კვარაცხელია „ვერონასთან“ სერია A-ს შეხვედრის დროს და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

„ნაპოლი“: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, რუი, ნდომბელე, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.